ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 00:54 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
7°C clear sky

ჩრდილოეთ კორეაში ბალისტიკური რაკეტებისთვის ახალი ძრავები შექმნეს

ჩრდილოეთ კორეაში საშუალო სიშორის რაკეტებისთვის ახალი ტიპის ძრავები შექმნეს, რომლებიც მყარ საწვავზე მუშაობს. ინფორმაციას „ინტერფაქსი“ ავრცელებს.

„ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო მრეწველობამ საშუალო სიშორის ბალისტიკური რაკეტებისთვის ახალი ტიპის მძლავრი ძრავები შექმნა, რომლებიც მყარ საწვავზე მუშაობს. ამას უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, მისი ტესტირება უკვე ჩატარდა“, – იუწყება ჩრდილოეთ კორეის ცენტრალური სააგენტო.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, ახალმა ძრავებმა მაღალი გამძლეობა და სტაბილურობა აჩვენა.

ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო და ბირთვული პროგრამა დასავლეთის ქვეყნებში ბოლო დროს სულ უფრო დიდ შეშფოთებას იწვევს.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები