ევროკავშირისა და ჩინეთის ურთიერთობა ჩვენი ეკონომიკური კეთილდღეობისა და ეროვნული უსაფრთხოებისთვის განმსაზღვრელი ფაქტორია, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
„ჩინეთი აღარ არის იგივე ქვეყანა, როგორც ათი წლის წინ იყო. შეიცვალა მისი ეკონომიკა, პოლიტიკა და გლობალური კვალი. ასე რომ, ჩინეთის სწორად გაგება, პირველ რიგში, მოითხოვს ფაქტების სწორად გააზრებას. სწორედ ამიტომ, ჩვენ უფრო და უფრო მეტ ინვესტიციას ვაკეთებთ ჩინეთის შესახებ ცოდნის გაღრმავებაში, არა მხოლოდ ჩვენი Horizon Europe კვლევითი პროგრამით, არამედ უფრო მეტი ჩინელი ექსპერტების დაქირავებით ევროპულ ინსტიტუტებში.
გარდა ამისა, ჩვენ შევქმენით ჩინეთის სტიპენდიატების პროგრამა ჩვენს შიდა ანალიტიკურ ცენტრში. რადგან დიალოგი მხოლოდ მაშინ შეიძლება, თუ ერთმანეთს გავუგებთ. ამ მღელვარე დროში, ჩინეთთან ურთიერთობისას საჭიროა სტრატეგიული სტაბილურობა. და ამისთვის, ჩვენ უნდა ვიყოთ გულწრფელები იმის შეფასებისას, თუ როგორ ვითარდება ჩინეთი“,- აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა