ტელეკომპანია სეზონი

აგვისტო 26, 2025 10:05 საათი

თბილისი

Aug 26 - Tue
Tbilisi, GE
29°C clear sky

კიმ ჩენ ინმა სამხედროებს უბრძანა დააჩქარონ მზადება შეერთებული შტატების წინააღმდეგ ომისთვის – Reuters

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა საბრძოლო მასალის წარმოებისა და ატომური იარაღის სექტორს, აშშ-ის „უპრეცედენტო კონფრონტაციულ ქმედებებთან დასაპირისპირებლად“, ომისთვის მზადების დაჩქარება დაავალა.

ქვეყნის მმართველი პარტიის მთავარ შეხვედრაზე ახალი წლის პოლიტიკის მიმართულებებზე საუბრისას, კიმმა, ასევე, აღნიშნა, რომ ფხენიანი გააფართოებს სტრატეგიულ თანამშრომლობას „ანტიიმპერიალისტურ დამოუკიდებელ“ ქვეყნებთან.

ჩრდილოეთ კორეა აფართოებს კავშირებს, განსაკუთრებით რუსეთთან, რადგან ვაშინგტონი ფხენიანს ადანაშაულებს მოსკოვისთვის სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებაში, ხოლო რუსეთი ტექნიკურ დახმარებას უწევს ჩრდილოეთ კორეას სამხედრო შესაძლებლობების გაუმჯობესებაში.

DPRK-ის ლიდერმა ახალი წლის ეკონომიკური მიზნებიც ჩამოაყალიბა და მას „გადამწყვეტი წელი“ უწოდა ქვეყნის განვითარების ხუთწლიანი გეგმის განსახორციელებლად.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის