ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 26, 2024 16:29 საათი

თბილისი

Nov 26 - Tue
Tbilisi, GE
7°C light intensity drizzle

ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების პარლამენტში დამტკიცებისთანავე მას მოსდევს შემდეგი ნაბიჯები, ეს არის ყველა სასკოლო საგნის სტანდარტის განახლება, გადახედვა და მორგება ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებთან

ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები პირველი ნაბიჯია და მისი პარლამენტში დამტკიცებისთანავე ამას მოსდევს შემდეგი ნაბიჯები, რომლებიც რა თქმა უნდა, წინასწარ გააზრებულია და მასზე მუშაობა მიმდინარეობს. ეს არის ყველა სასკოლო საგნის სტანდარტის განახლება, გადახედვა და მორგება ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებთან, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა „დღის ქრონიკასთან“ განაცხადა.

მისი თქმით, სკოლებში არსებული ყველა სახელმძღვანელო, როგორც სტანდარტის დონეზე გადაიხედება, ასევე მოხდება თითოეული სახელმძღვანელოს ახლიდან დაწერა, ან შესაბამისობაში მოყვანა.

„შემდგომ უკვე გადავდივართ ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილზე, ეს არის საგანმანათლებლო რესურსების, ანუ სახელმძღვანელოების გადახედვა, ახლიდან დაწერა, ან თავსებადობაში მოყვანა ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებთან. პრაქტიკულად, სკოლებში არსებული ყველა სახელმძღვანელო, როგორც სტანდარტის დონეზე გადაიხედება, ასევე მოხდება თითოეული სახელმძღვანელოს ახლიდან დაწერა, ან შესაბამისობაში მოყვანა. ეს პროცესი ძალიან შრომატევადი და მოცულობითია და ვფიქრობთ, ეს დაახლოებით ერთ-ორ წელზე იქნება გაწერილი, სადაც პრაქტიკულად ჩვენ ამ ნაწილს დავამთავრებთ, რაც გულისხმობს ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებთან და განახლებულ სასკოლო საგნის სტანდარტებთან ყველა სახელმძღვანელოს შესაბამისობაში მოყვანას. გარწმუნებთ, ეს როგორც ხარისხობრივად, ისე ასევე, მეთოდურად ერთიორად გაცილებით უკეთესი იქნება იმაზე, ვიდრე დღევანდელი სახელმძღვანელოები, რაც დღეს სკოლებში გვაქვს“, – აღნიშნა გიორგი ამილახვარმა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები