კობახიძე მთავრობის მეთაურია, რომელიც საქართველოში დიდ მოჭადრაკედ მიიჩნევა – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, უნგრეთის პრემიერმა საქართველოს მთავრობის მეთაურს მადლობა გადაუხადა.
მინდა, მივესალმო ბატონ ირაკლი კობახიძეს, საქართველოს პრემიერმინისტრს. ის არის მთავრობის მეთაური, რომელიც საქართველოში მიიჩნევა დიდ მოჭადრაკედ, ეს გასაოცარი არ არის, რადგან საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში ჭადრაკი არის გეოპოლიტიკური თამაში. ეროვნული იდენტობის და კულტურის შენარჩუნება ნამდვილად არის ჭადრაკის დიდოსტატის უნარი. ბატონო პრემიერო, მადლობა, რომ ჩვენთან ერთად ხართ და წარმატებას გისურვებთ.