ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 26, 2024 15:59 საათი

თბილისი

Nov 26 - Tue
Tbilisi, GE
8°C mist

ბირთვული იარაღი ევროკავშირის თავდაცვის სტრატეგიის ნაწილი უნდა იყოს – მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ქვეყანა მზადაა, ევროპის დასაცავად მეტი წვლილი შეიტანოს.

რამდენიმე ფრანგულ გაზეთში გამოქვეყნებულ ინტერვიუში პრეზიდენტი ამბობს, რომ საფრანგეთის ბირთვული იარაღი შესაძლოა, საერთო ევროპული თავდაცვის სტრატეგიის ნაწილი იყოს.

საფრანგეთის დოქტრინის თანახმად, ბირთვულ იარაღს მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენებენ, თუ ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებს საფრთხე დაემუქრება. თუმცა მაკრონმა განაცხადა, რომ ამ ინტერესებისთვის „ევროპული განზომილების“ მისაცემად ღიაა.

„მზად ვარ ამ დებატების გასახსნელად, რომელიც უნდა მოიცავდეს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვას, შორ მანძილზე მოქმედების საშუალებებსა და ბირთვულ იარაღს მათთვის, ვინც მას ფლობს, ან ამერიკული ბირთვული შეიარაღებით სარგებლობს. მოდით, ეს ყველაფერი მაგიდაზე დავდოთ და ვნახოთ, რა გვიცავს რეალურად სანდოდ”, – თქვა მან ფრანგულ რეგიონულ პრესასთან, EBRA-სთან საუბრისას.

ცნობისთვის, ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც მაკრონმა თავდაცვაში მეტად ჩასართავად საფრანგეთის მზადყოფნა გამოხატა.

რამდენიმე დღის წინ მან სოციალურ ქსელში პოსტიც გამოაქვეყნა, სადაც წერს: „დღეს ჩვენი ევროპა მოკვდავია და შეიძლება მოკვდეს. ევროპას რუსეთის აგრესიის სახით ეგზისტენციალური საფრთხე ემუქრება. ჩვენ უნდა მივიღოთ სარწმუნო თავდაცვითი სტრატეგია, რომელიც აშშ-ზე ნაკლებად დამოკიდებული იქნება“.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები