ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 21, 2024 18:25 საათი

თბილისი

Nov 21 - Thu
Tbilisi, GE
12°C clear sky

აშშ ჩინეთს მოუწოდებს „მშვიდობის გლობალურ სამიტს“ შეუერთდეს

ამერიკის შეერთებული შტატები ჩინეთს მიმართავს და მოუწოდებს, რომ მიიღოს მონაწილეობა შვეიცარიაში დაგეგმილ „მშვიდობის გლობალურ სამიტში“.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, მოვუწოდებთ ჩინეთს მონაწილეობა მიიღოს ამ სამიტში. ვფიქრობ, ჩინეთის მონაწილეობა სარგებლის მომტანი იქნება“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა.

მან ასევე დასძინა, რომ ჩინეთმა უნდა გაზარდოს ზეწოლა კომპანიებზე, რომლებიც ვაშინგტონის აზრით, რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიულ კომპლექსს ეხმარებიან.

მილერი დარწმუნებულია, რომ ეს „კიდევ უფრო სასარგებლო იქნება“.

ჩინეთის ხელისუფლების განცხადებით, შვეიცარიაში დაგეგმილი „გლობალური მშვიდობის სამიტი“ არ აკმაყოფილებს პეკინის ყველა კრიტერიუმს, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩინეთი დიდი ალბათობით არ იქნება წარმოდგენილი აღნიშნულ სამიტზე.

შეგახსენებთ, „მშვიდობის გლობალური სამიტი“ შვეიცარიაში 15-16 ივნისს გაიმართება.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები