ტელეკომპანია სეზონი

სექტემბერი 14, 2024 16:49 საათი

თბილისი

სექ 14 - შაბ
Tbilisi, GE
28°C clear sky

ბორის ჯონსონი: ტრამპთან საუბრის შემდეგ, დავრწმუნდი, რომ მას აქვს ძალა და გამბედაობა, უკრაინას მშვიდობის მიღწევაში დაეხმაროს

„დონალდ ტრამპს უკრაინის სახელმწიფოს გადარჩენა შეუძლია. ის შეიძლება უკრაინას მშვიდობის მიღწევაში დაეხმაროს“, – აღნიშნულის შესახებ დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა.

„დონალდ ტრამპთან საუბრის შემდეგ, როგორც არასდროს, დავრწმუნდი, რომ მას აქვს ძალა და გამბედაობა, გამოასწოროს ყველაფერი, გადაარჩინოს უკრაინა, მშვიდობა დაამყაროს და შეაჩეროს კონფლიქტის დესტრუქციული გავრცელება“, – განაცხადა ყოფილმა პრემიერმა.

ჯონსონმა, ასევე უკრაინასთან დაკავშირებით ტრამპის სამშვიდობო გეგმაზეც ისაუბრა.

„მე მჯერა, რომ ტრამპს შეუძლია დაასრულოს ეს ყველაფერი უკრაინისა და დასავლეთისთვის მართებული პირობებით“, – აცხადებს ჯონსონი.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები