ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 19, 2025 03:16 საათი

თბილისი

Apr 19 - Sat
Tbilisi, GE
10°C clear sky

ბაიდენი ამერიკის ისტორიაში ყველაზე ცუდ პრეზიდენტად ჩაიწერება. კამალა, ჩვენი საშინელი და არაკომპეტენტური საზღვრის მეფე კი უარესი იქნება

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი და რესპუბლიკური პარტიიდან პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი, ჯო ბაიდენის მიერ მხარდაჭერილ მოქმედ ვიცე-პრეზიდენტს, კამალა ჰარისს აკრიტიკებს. ტრამპის თქმით, გამარჯვების შემთხვევაში, ჰარისი ბაიდენზე უარესი პრეზიდენტი იქნება.

„ბაიდენი ამერიკის ისტორიაში ყველაზე ცუდ პრეზიდენტად ჩაიწერება. კამალა, ჩვენი საშინელი და არაკომპეტენტური საზღვრის მეფე კი უარესი იქნება“, – წერს ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში.

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი საპრეზიდენტო რბოლას გამოეთიშა. გავრცელებულ განცხადებაში, ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი პარტიისა და ქვეყნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით გადადგა.

ბაიდენმა მხარი დაუჭირა კამალა ჰარისის „დემოკრატიული“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენას.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის