ტელეკომპანია სეზონი

ივლისი 4, 2025 15:03 საათი

თბილისი

Jul 4 - Fri
Tbilisi, GE
18°C light rain

ზარქუა პრეზიდენტისა და ოპოზიციის მიერ გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელზე: ესენი ერთნი არიან, უსამშობლოების გაერთიანებაა

„ესენი ერთნი არიან, უსამშობლოების გაერთიანებაა, ამათ თავში დგას, დასვეს, უფრო სწორედ „მადამ პრეზიდენტი“, ხომ იცით რომელიც არის? – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც პრეზიდენტისა და ოპოზიციის მიერ გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელს გამოეხმაურა.

მისი თქმით, პრეზიდენტმა, რომელმაც მოსამართლეებს მონები ეძახა, ახლა საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა საჩივარი.

„ესენი ერთნი არიან, უსამშობლოების გაერთიანებაა. ამათ თავში დგას, დასვეს, უფრო სწორედ „მადამ პრეზიდენტი“, ხომ იცით რომელიც არის? კონსტიტუციის დამრღვევად რომ დადასტურდა საკონსტიტუციო სასამართლოში, ამ მოსამართლეებს შემდეგ მონები ეძახა ამ „მადამ პრეზიდენტმა“ და ახლა ისევ ამ სასამართლოს მიმართა აბა დამიდგინეთ სიმართლეო. აი, ასეთ ამორალურ საქციელებთან გვაქვს საქმე“, – აღნიშნა ზარქუამ.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის