ტელეკომპანია სეზონი

დეკემბერი 3, 2024 20:59 საათი

თბილისი

Dec 3 - Tue
Tbilisi, GE
2°C clear sky

უკრაინა მზად არის რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის – მიხაილო პოდოლიაკი

უკრაინა მზად არის რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ მხოლოდ საერთაშორისო სამართლის საფუძველზე, – ამის შესახებ პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა NV-თან ინტერვიუში განაცხადა.

„რუსული პროპაგანდა დიდ ფულს ხარჯავს, რათა შექმნას შთაბეჭდილება, რომ ომი მიმდინარეობს, მაგრამ ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, უკრაინა მზად არ არის მოლაპარაკებებისთვის – არა, უკრაინა მზად არის მოლაპარაკებებისთვის. ანუ მოლაპარაკებები, რა თქმა უნდა, აუცილებელია, მაგრამ რა პირობებით, რა საფუძველზე იქნება მოლაპარაკებები. აქ უკრაინა მკაფიოდ აცხადებს: „დიახ, დავიწყოთ მოლაპარაკებები იმ პირობებით, რომლებიც საერთაშორისო სამართალს ეფუძნება“. და ამ კონცეფციიდან მთავარია ტერიტორიული მთლიანობა და სახელმწიფო სუვერენიტეტი“, – აღნიშნა პოდოლიაკმა.

ამასთან, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ხაზს უსვამს, რომ მოლაპარაკებები ნაყოფიერი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აგრესორის მშვიდობისკენ იძულების ინსტრუმენტები იქნება.

„ეს არის იარაღის მიწოდება უკრაინაში. კერძოდ, აუცილებელია, გაუქმდეს ნებისმიერი შეზღუდვა – არაფორმალური, ფორმალური – ომის ინფრასტრუქტურის დარტყმაზე, რომელიც მდებარეობს რუსეთის ფედერაციის სიღრმეში ნებისმიერ მანძილზე. მეორე არის ეკონომიკური სანქციები. მათ უნდა იმუშაონ ბევრად უფრო ინტენსიურად, ვიდრე დღეს. რუსეთისთვის ომის ფასი უნდა გაიზარდოს.რუსეთის ფედერაცია არ შეიძლება, თავმჯდომარეობდეს, მაგალითად, გაეროს უსაფრთხოების საბჭოს, არ შეიძლება, გამოიყენოს გარკვეული პლატფორმები“, – დასძინა პოდოლიაკმა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები