ვლადიმერ პუტინი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან განიხილავს რეგიონულ და საერთაშორისო პოლიტიკის საკითხებს, ასევე სომხურ-აზერბაიჯანული საკითხის დარეგულირებას.
მთავარი ამოცანა კვლავ ერევანსა და ბაქოს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების დადებაა, წერს საინფორმაციო სააგენტო RIA Novosti. გარდა ამისა, ორი ქვეყნის ლიდერები განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევენ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დელიმიტაციასა და დემარკაციას, ასევე რეგიონში ეკონომიკური კავშირების აღდგენის საკითხებს.
შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ პუტინი აზერბაიჯანს სახელმწიფო ვიზიტით ეწვევა , რომელიც 18-დან 19 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება.
როგორც რუსეთის ფედერაციაში აზერბაიჯანის ელჩმა ფოლად ბულბულ ოღლუმ განაცხადა, მოსკოვსა და ბაქოს შორის ღრმა წინააღმდეგობები არ არსებობს. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ძალიან მაღალ დონეზეა