ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 21, 2024 16:54 საათი

თბილისი

Nov 21 - Thu
Tbilisi, GE
15°C clear sky

“ჩვენს სუფრასთან ჯდომა ვისაც სურდა, ჟღვლინტები არ უნდა ეჭამა” – თამარ ჩერგოლეიშვილი

ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ.
ყველას ოჯახში გვაწავლიდნენ იმ წესებს, რითაც ცხოვრებაში დავდივართ.
მე ბავშვობაში მასწავლიდნენ რომ ჩემი და ჩემი მეზობლების ეზო უნდა დავალაგო – საერთო სიკეთე ჩემი სიკეთეა.
ბავშვობაში მასწავლიდნენ იმასაც, რომ “ჟილკობა” და  ჟღვლინტების ჭამა ტეხავს.  – ამის შესახებ  თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“ბავშვობაში მასწავლიდნენ, რომ შეთანხმების აყირავება წაგებისას უღირსობაა.
ოჯახში მასწავლიდნენ, რომ შეთანხმებული თამაშის წესები თამაშის ბოლოს არ იცვლება.

ოჯახში მასწავლიდნენ რომ სწორი სწორია და არასწორი – არასწორი, მიუხედავად იმისა მე რას “მოვჩანგლავ” არასწორობის შედეგად!

ოჯახში მასწავლიდნენ, რომ ვინც არ მუშაობს – არ ჭამს.

(პურის რიგში რომ არ ვდგებოდი – მეზარებოდა, არც პურს ვჭამდი) ასეთი ცივილიზაციური არჩევანი ჰქონდა გაკეთებული ჩემს ოჯახს.

ამიტომ, მე არ მესმის იმ ქვეწარმავლების, ვისაც წაგების ღირსეულად მიღება არ შეუძლია და თამაშის წესებს თამაშის ბოლოს ცვლის.

არც იმ ქვეწარმავლების მესმის, ვინც ვერც თვითონ ქმნის, და სხვასაც ხელს უშლის, რომ “მასზე წინ არ გაუშვას”.
არც იმათი მესმის, ვინც საკუთარ არასწორობას იმით ამართლებს რომ თვითონ “იხეირა”.
არც იმ ქვეწარმავლების მესმის, ვინც  საკუთარ ამომრჩეველს სახეში აფურთხებს და მათ წარმომადგენლებს კონკურენტების ამომრჩეველს არჩევინებს იმისთვის, რომ თვითონ წინ იყოს.

მე ამ მცოცავებს ამ ქვეყნის ჩამორჩენილობის, ჩვენი მოქალაქეების სიღარიბის, რუსულ ჭაობში ჩარჩენის წყაროდ მივიჩნევ და ჩემთან ვერ გადაიკვეთებიან,  რამდენიც არ უნდა ამტკიცონ, რომ
“ყვავილები არ მივართვი, და ამიტომ გაბოზდნენ”.

არასწორების თავის მართლების კნავილი ვნახე და ბოლოჯერ ვეხმიანები.
P.S. ჩვენს სუფრასთან ჯდომა ვისაც სურდა, ჟღვლინტები არ უნდა ეჭამა.” – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი “ფეისბუკში”.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები