ტელეკომპანია სეზონი

ივლისი 4, 2025 22:11 საათი

თბილისი

Jul 4 - Fri
Tbilisi, GE
17°C few clouds

უკრაინას შეუძლია დანიური იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენება –  ლარს ლოკე რასმუსენი

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლარს ლოკე რასმუსენმა განაცხადა, რომ უკრაინას შეუძლია დანიური იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე, კურსკის ოლქში გამოყენება.

რასმუსენის თქმით, დანიის მხარდაჭერა უკრაინისადმი უცვლელი რჩება, მიუხედავად ბოლო საომარი მოქმედებებისა კურსკის რეგიონში.

„თავდაცვა შეიძლება მოიცავდეს აგრესორის ტერიტორიაზე შესვლას. თავდასხმა აგრესორის ინფრასტრუქტურაზე ან სამხედრო ობიექტებზე თუ ხდება, ეს სრულად შეესაბამება ომის წესებს. ვერ დააწესებთ საზღვარს, რომ იარაღი შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ უკრაინის ტერიტორიაზე. ეს არის თავდაცვითი ოპერაცია“, – აღნიშნა რასმუსენმა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის