რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ბესლანში ჩავიდა. რუსეთის პრეზიდენტმა ანგელოზთა ქალაქი მოინახულა, რომელიც ტერაქტის შედეგად No1 სკოლაში დაღუპულებს ეძღვნება. ვლადიმერ პუტინმა დაღუპულთა ხსოვნის საპატივსაცემოთ მემორიალთან დაიჩოქა, აღნიშნულის შესახებ რუსული მედია იტყობინება
კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის ცნობით მემორიალურ ადგილზე მისვლის შემდეგ, პუტინმა ყვავილებით შეამკო „სევდის ხე“, რომელიც კომპლექსის ტერიტორიაზე მდებარეობს.
ცნობისთვის, 2004 წელს ბესლანის სკოლაში ტერაქტს 334 ადამიანი ემსხვერპლა