ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 21, 2024 16:09 საათი

თბილისი

Nov 21 - Thu
Tbilisi, GE
15°C clear sky

გურამ მაჭარაშვილი: ოპოზიციის აქციას ლეგიტიმაცია ვერ ექნება, იქიდან გამომდინარე, რომ კარვები უფრო მეტია, ვიდრე იქ შემსვლელი ადამიანები

თბილისში მიმდინარე ოპოზიციის საპროტესტო აქცია და ჭავჭავაძის გამზირის კარვებით გადაკეტვა შეაფასა ჟურნალისტებთან საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა.

როგორც დეპუტატმა განაცხადა, ერთი და იგივე ადამიანი როდესაც რამდენიმე კარავში შედის, კარუსელს ქმნის.

„ჩვენ ვხედავთ რადიკალური ოპოზიციისთვის ჩვეულ სტილში განხორციელებულ არათანმიმდევრულ ქმედებებს. ჯერ ერთი ხალხს ეუბნებიან აგვირჩიეთ, პარლამენტში რომ შევიდეთო და მერე კარავში შედიან. მოგვიანებით ხვდებიან, რომ არც კარავში, არც ქუჩაში და არც პარლამენტში მათი ადგილი არ არის და იწყებენ ამ რადიკალურ პროცესებს.

ჩვენ ვხედავთ ერთ რამეს – ამ კარვების აქციას ლეგიტიმაცია ვერ ექნება, იქიდან გამომდინარე, რომ ყველამ ვნახეთ – კარვები უფრო მეტი იყო, ვიდრე იქ შემსვლელი ადამიანები. შესაბამისად, ერთი და იგივე ადამიანი როდესაც რამდენიმე კარავში შედის, იქმნება კარუსელი,“ – განაცხადა მაჭარაშვილმა.

მანვე კომენტარი გააკეთა 4 ოპოზიციური პარტიის მიერ ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებისათვის გაგზავნილ წერილზე, რომელშიც საქართველოში მიმდინარე პროცესების შეფასება მოითხოვეს.

„მტრობს ეს ხალხი ქვეყანას და სამწუხაროდ, ამას არც მალავენ. ესაა ის, რაც შემიძლია ვთქვა წერილზე. მეორე მხრივ, ოპოზიციას, სურვილი როგორმე მოვიდეს ხელისუფლებაში, შეუძლია წერილის სახით საახალწლოდ გაუგზავნოს თოვლის ბაბუას და იქნებ საჩუქრების სახით რაიმე მაინც მიიღონ, რადგან ხელისუფლებაში მოსვლის საჩუქარს ვერ მიიღებს,“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები