ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 19, 2025 01:41 საათი

თბილისი

Apr 19 - Sat
Tbilisi, GE
9°C clear sky

პუტინი ასლან ბჟანიას მოსკოვში იწვევს

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას 9 მაისს მოსკოვში იწვევს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „Ekhokavkaza“ ავრცელებს.

„რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დამავალა, დიდ სამამულო ომში გამარჯვების 80 წლისთავის აღსანიშნავად დაგეგმილ ღონისძიებაზე, რომელიც 2025 წლის 9 მაისს გაიმართება, მოწვევის ტექსტი გადმოგცეთ“, – აღნიშნულია 18 ნოემბრით დათარიღებულ დოკუმენტში, რომელიც სოხუმში „რუსეთის ელჩმა“, მიხაილ შურგალინმა ბჟანიას გაუგზავნა.

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 2025 წლის გაზაფხულზე უნდა გაიმართოს, თუმცა ბჟანიას გადადგომის შემთხვევაში, შესაძლოა, უფრო ადრეც ჩატარდეს.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის