„აშშ-ის გადაწყვეტილება დაამტკიცოს რუსეთის სიღრმეში დასავლური იარაღით დარტყმები საშიში და დაუფიქრებელია. ეს ხარისხობრივად ზრდის კონფლიქტში ვაშინგტონის ჩართულობის დონეს“, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა TASS განუცხადა.
„უფრო და უფრო საგანგაშო ინფორმაციას ვიღებთ“, – განაცხადა პესკოვმა და როგორც რუსული მედია წერს, მან კომენტარი გააკეთა ბერლინიდან გამოქვეყნებულ ცნობებზე.
პესკოვმა თქვა, რომ ამ თემაზე დისკუსია დიდი ხანია მიმდინარეობს როგორც კოლექტიური დასავლეთის ქვეყნებში, ასევე კიევში.
„რუსეთის ფედერაციის პოზიცია ნათლად ჩამოაყალიბა [რუსეთის პრეზიდენტმა] პუტინმა სანკტ-პეტერბურგში“, – განაცხადა კრემლის სპიკერმა.
„თუ გადადგამენ ასეთ უგუნურ და საშიშ ნაბიჯს, მოსკოვი ამას სათანადო რეაქციის გარეშე არ დატოვებს“, – აცხადებს პესკოვი