ტელეკომპანია სეზონი

სექტემბერი 9, 2025 02:26 საათი

თბილისი

Sep 9 - Tue
Tbilisi, GE
20°C light rain

კიმ ჩენ ინმა ჩრდილოეთ კორეის ჯარს ომისთვის მომზადებისკენ მოუწოდა

კიმ ჩენ ინმა ჩრდილოეთ კორეის ჯარს ომისთვის მომზადებისკენ მოუწოდა.

როგორც ჩრდილოეთ კორეის ცენტრალური სააგენტო წერს, კიმი სამხედრო მეთაურებისა და პოლიტიკურ ხელმძღვანელებს შეხვდა და შესაძლო კონფლიქტისთვის ჯარის მომზადება მოსთხოვა.

კიმ ჩენ ინის აზრით, კორეის ნახევარკუნძულზე დაძაბულობაა. მისი აზრით, დაძაბულობის ვექტორის გაზრდას აშშ-მა და სამხრეთ კორეამ შეუწყო ხელი.

კიმმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ თავდაცვის მიზნით ჩრდილოეთ კორეა აგრძელებს ბირთვული პოტენციალის გაძლიერებას.

სამხედრო მეთაურებისა და პოლიტიკური ხელმძღვანელების შეხვედრა უკანასკნელად 10 წლის წინ შედგა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის