ტელეკომპანია სეზონი

დეკემბერი 3, 2024 19:33 საათი

თბილისი

Dec 3 - Tue
Tbilisi, GE
3°C clear sky

გურამ მაჭარაშვილი: ბორელმა პირდაპირ თქვა, რომ ქართველი ხალხის ნაცვლად, ის უნდა დაეხმაროს თავის აგენტურას ანტისახელმწიფოებრივი საქმეების კეთებაში

საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელის მიერ გაკეთებულ განცხადებას „ას მილიონ ევროზე მეტი გაიყინება და იმის ნაცვლად, რომ ის მიემართებოდეს ხელისუფლებისკენ, მოხმარდება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს“ ჟურნალისტებთან საუბარში გამოეხმაურა და დასძინა, რომ ბორელმა ამ განცხადებით ნიღაბი ჩამოიხსნა.

მისივე თქმით, ბორელის განცხადებამ დაადასტურა მმართველი ძალის მიერ ბოლო წლებში გაკეთებული განცხადებები, რომ დასავლელი პოლიტიკოსები ქართველი ხალხის ინტერესს კი არ იცავენ, არამედ იცავენ თავიანთ აგენტურას.

„ბორელმა პირდაპირ თქვა, რომ ქართველი ხალხის ნაცვლად, ის უნდა დაეხმაროს თავის აგენტურას ანტისახელმწიფოებრივი საქმეების კეთებაში მან ამ განცხადებით ნიღაბი ჩამოიხსნა.

გამჭვირვალობის კანონი სწორედ იმისთვის არის საჭირო, რომ ქართულმა საზოგადოებამ იცოდეს, მის ქვეყანაში ვისგან და საიდან ირიცხება ფული.

ჩვენ ვნახეთ, რა მოხდა ამერიკაში, რა ხდება გერმანიაში, საფრანგეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში. ევროპულმა საზოგადოებამ, ივნისის თვეში ევროპარლამენტის არჩევნებში მიიღო გადაწყვეტილება და ნელ-ნელა თავის ქვეყნებშიც ასეთივე გადაწყვეტილებებს მიიღებს. დასავლეთში უკვე ჩანს, რომ საზოგადოებები ისევე, როგორც საქართველოს საზოგადოება მზად არის პარტნიორობისთვის, მშვიდობისთვის, ურთიერთპარტნიორული ურთიერთობებისთვის, ოჯახური სიწმინდის დასაცავად და სხვა.

ჩვენ ბოლო ორწელიწადნახევარია სულ ვამბობდით, რომ გარკვეული პოლიტიკოსები ქართველი ხალხის ინტერესებს კი არ იცავდნენ, არამედ იცავდნენ თავის ფულს, თავისივე აგენტურის სასარგებლოდ. ჩვენი ბიჭები, თავიანთი სიცოცხლის ფასად იცავდნენ მშვიდობას სამშვიდობო მისიებში და ბორელი ახლა ამბობს, მათ არ მივცემთ ფულს და მივცემთ ჩვენ აგენტურას მოლოტოვის კოქტეილის საყიდლად, რომ შემდეგ ქართველო პოლიციელი ცოცხლად დაწვანო,“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები