ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 21, 2024 14:20 საათი

თბილისი

Nov 21 - Thu
Tbilisi, GE
14°C clear sky

ზელენსკი: საომარი მდგომარეობის პირობებში უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები არ ჩატარდება

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის უმაღლეს რადაში გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება საომარი მდგომარეობის დროს შეუძლებელია.

„ჩვენ ყველამ ვიცით, რომ საომარი მდგომარეობის დროს უკრაინის კონსტიტუცია არ გვაძლევს უფლებას ჩავატაროთ არჩევნები. ამის გაკეთებას უკრაინისგან მსოფლიოში არავინ ითხოვდა და არც ითხოვს. თუმცა, ჩვენთან უკრაინაში არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ისე მოსწყურდათ, რომ მათ სახელმწიფოს შიგნოთ უნდათ ბრძოლა უფრო, ვიდრე სახელმწიფოსთვის. მათ სანგრებში, როგორც ტელესტუდიებში პოლიტიკური დებატების გამართვა სურთ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სურს, ხოლო ამის შემდეგ სამართლიან არჩევნებს ჩაატარებს.

ცნობისთვის, ზელენსკი 2019 წლის 20 მაისს გახდა უკრაინის პრეზიდენტი. უკრაინაში მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 31 მარტს უნდა ჩატარებულიყო.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები