რუსები აგრძელებენ წინსვლას ფრონტზე და აქვთ წარმატებები, – ამის შესახებ Deep State-ის ანალიტიკოსები იუწყებიან.
DeepState-ის თანახმად, რომელიც აკონტროლებს ფრონტზე ფაქტობრივ ცვლილებებს, მოწინააღმდეგე წინ წავიდა დარინოში (კურსკის ოლქი), კურახოვოში (დონბასი), კრემინაში (კურსკის ოლქი), ნოვოდონეცკში (დონბასი).
ცნობისთვის, გამოკითხული ჯარისკაცებისა და მეთაურების თქმით, წლების განმავლობაში მძიმე ბრძოლების შემდეგ, მათ აფერხებს საბრძოლო ქვეითი ჯარის ნაკლებობა და, რაც მთავარია, გამოცდილი ოცეულის და ასეულის მეთაურების ნაკლებობა, რომლებიც ახალწვეულებს ბრძოლაში ხელმძღვანელობენ. 20 ნოემბერს რუსებმა განახორციელეს თავდასხმების სერია სოფელ ველიკა ნოვოსილკას აღმოსავლეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით. წინასწარი მონაცემებით, მიაღწიეს წარმატებას.