უკრაინაში ნატოს ძალების გამოჩენა კატასტროფულ შედეგებს გამოიწვევს მთელი მსოფლიოსთვის: ეს ნიშნავს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ომში შესვლას, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ .
ამავდროულად, მან განმარტა, რომ ჯერ კიდევ არ ესმის, ხვდებიან თუ არა ამას თავად ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ქვეყნები, მიუხედავად იმისა, რომ ეს არაერთხელ ითქვა.
“ნატოს კონტიგენტების გამოჩენა უკრაინის ტერიტორიაზე ნიშნავს ალიანსის ომში შესვლას ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ”, – განაცხადა დიპლომატმა.
ამგვარად, ზახაროვამ კომენტარი გააკეთა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მარგუს ცაჰკნის განცხადებაზე, რომ საჭიროა უკრაინაში ნატოს სამხედრო ძალების გაგზავნა მოსკოვთან სამშვიდობო ხელშეკრულების „გამყარების“ მიზნით. მანამდე Financial Times-მა, გაავრცელა, რომ ევროპა ტრამპის გუნდთან ერთად კიევის დამატებით „მხარდაჭერას“ განიხილავს. ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის თქმით, ევროპელები მზად უნდა იყვნენ უკრაინაში სამხედრო მოსამსახურეების გაგზავნისთვის და უკრაინის ნატოში გაწევრიანებას კიევის უსაფრთხოების საუკეთესო გარანტია უწოდა