ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 19, 2025 00:56 საათი

თბილისი

Apr 19 - Sat
Tbilisi, GE
10°C clear sky

გივი მიქანაძე ოპოზიციაზე: თუკი მანდატებზე უარს იტყვიან, მხოლოდ საკუთარ თავს დააზიანებენ და თვითლიკვიდაციის რეჟიმში გადავლენ

ამ ოთხ პარტიას შორის, რომელმაც 5%-იანი ბარიერი გადალახა, არანაირი კოორდინაცია და შეთანხმებული მოქმედება არ არსებობს, – განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ.

მისი თქმით, თუკი ოპოზიცია მანდატებზე უარს იტყვის, ამით თვითლიკვიდაციის რეჟიმზე გადავა.

„გვაქვს მოლოდინი, რომ ეს ადამიანები არ ჩახსნიან სიებს, არ იტყვიან უარს მანდატებზე. თუკი ასე გააკეთეს, მხოლოდ საკუთარ თავს დააზიანებენ და, ფაქტობრივად, თვითლიკვიდაციის რეჟიმში გადავლენ. ხოლო, თუკი ასე არ გააკეთებენ, საზოგადოებას კიდევ ერთხელ აჩვენებენ, თუ როგორი უპრინციპო და უღირსი ადამიანები არიან“, – აღნიშნა მიქანაძემ.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის