„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი აბსურდულს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას თითქოს ის მრავლობითი დაზიანებებით შეიყვანეს კლინიკაში.
ღარიბაშვილის თქმით, მან მხარი ვარჯიშის დროს დაიზიანა და სამედიცინო დაწესებულებაში გამოკვლევებზე იმყოფებოდა.
„მე, ასევე, მინდა გამოვეხმაურო იმ აბსურდულ, ამაზრზენ ტყუილს, რომელიც გააჟღერა ერთ-ერთმა არარაობამ, არ მოვერიდები ამის თქმას და მოღალატე ბაჩიაშვილმა და მისმა მსგავსმა მოღალატე გახარიამ. იცით რა, მე მეუხერხულება… ყველა ადამიანს შეიძლება ჰქონდეს იმის საჭიროება რომ ექიმთან მივიდეს, რაც ძალიან მსუბუქი დაზიანება მივიღე ვარჯიშის დროს და ამაზე ამხელა სკანდალი და ამაზრზენი, შეურაცხმყოფელი ტყუილები მოიგონეს. ამიტომ, ეს ყველაფერი არის ძალიან დიდი ტყუილი“, – აცხადებს ღარიბაშვილი.