აშშ-ში დონალდ ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლა და უკრაინის შეიარაღებულ ძალებში რთული მდგომარეობა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის რუსეთთან მომავალი მოლაპარაკებების შესახებ პოზიციების შერბილებას აიძულებს. სტატიას ამ შინაარსით The Washington Post-ი აქვეყნებს.
როგორც გამოცემა იუწყება, ბოლო კვირებში ზელენსკი ხშირად საუბრობს იმაზე, რომ მზად არის მოლაპარაკებებისთვის ომის დასრულების მიზნით. „უკრაინელი ლიდერის სერიოზული ცვლილება, რომელიც დიდი ხანი ფიცს დებდა, რომ მისი მიწის თითოეული გოჯისთვის იბრძოლებდა“, – აღნიშნავს The Washington Post-ი.
„ზელენსკის რიტორიკის ცვლილება, რომელიც უკრაინელმა და ევროპელმა ოფიციალურმა პირებმა შენიშნეს, შესაძლოა, ფრონტის ხაზზე სიტუაციის გაუარესებით და ხელისუფლებაში აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მოსვლით აიხსნას, რომელმაც კიევისთვის მომავალი დახმარება უსაფრთხოების სფეროში კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა“, – აღნიშნულია სტატიაში.
გამოცემა მკითხველს ახსენებს, რომ ადრე ზელენსკი ამბობდა იმას, რომ მოლაპარაკებები მას შემდეგ დაიწყებოდა, რაც მოსკოვი საკუთარ ჯარს უკრაინის ტერიტორიებიდან გაიყვანდა. თუმცა, ტრამპთან და ევროპელ ლიდერებთან უკანასკნელი მოლაპარაკებების შემდეგ უკრაინის ლიდერი ყურადღებას უკრაინისთვის სულ უფრო „მყარ მშვიდობაზე“ აკეთებს. ახლა მთავარი პრიორიტეტი არის ნატოში მიწვევა და უსაფრთხოების სხვა გარანტიების მიღება.
როგორც ჩინოვნიკები და ანალიტიკოსები აღნიშნავენ, ზელენსკის ტონის შეცვლა, სავარაუდოდ, არის მცდელობა ტრამპის აქცენტებს ომის დასრულებასთან დაკავშირებით დაუახლოვდეს. „ზელენსკის ადმინისტრაცია ხვდება, რომ ტრამპის პირობებში ყველაფერი შეიცვლება“, – აღნიშნა რუსეთში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა მაიკლ მაკფოლმა.
„ვფიქრობ, რომ ამით ზელენსკი თავისუფლდება მისი პოზიციისგან, რომელიც გულისხმობდა იმას, რომ 1991 წლის უკრაინის საზღვრებისთვის უნდა ებრძოლა“, – დასძინა მაკფოლმა. „ახლა მას შეუძლია თქვა, რომ სიამოვნებით გააკეთებდა ამას, თუმცა ხელისუფლებაში ტრამპი მოვიდა და ყველაფერი შეიცვალა“.