საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი, „მაკდონალდსის“ ახალ კამპანიას ეხმაურება.
მისი თქმით, ეს არის ბავშვების ემოციებზე ზემოქმედების ამორალური ფორმა.
„ეს არის ძალიან ცუდი მოცემულობა. ჩარეულია ეს ბიზნესი კონკრეტულად, თანაც ამერიკის შეერთებული შტატების აბრევიატურით, რომ გამოიყვანონ პატარა ბავშვები ქუჩაში. ის ბავშვები, რომლებიც არ არიან საქმის კურსში რა ხდება მსოფლიოში, რა ხდება რეგიონში, რა საფრთხეები არსებობს და მათ ემოციებზე ზემოქმედება ამ ფორმით, არის უმსგავსობა და მითუმეტეს არის სერიოზული პოლიტიკური განაცხადი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო დააპირისპირონ დასავლეთს“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
კომპანია „მაკდონალდსმა“ ბროშურები დაამზადა, სადაც პროტესტის სხვადასხვა ფორმაზეა საუბარი.