ტელეკომპანია სეზონი

იანვარი 14, 2025 20:02 საათი

თბილისი

Jan 14 - Tue
Tbilisi, GE
9°C clear sky

ნინო წილოსანი: ეუთო/ოდირის დოკუმენტი ჩვენთვის სამუშაო დოკუმენტია, ჩვენც მიგვაჩნია, რომ ამ დაფიქსირებული ხარვეზების ირგვლივ მაქსიმალურად მუშაობა არის ის სივრცე, სადაც უნდა გაგრძელდეს ჩვენი თანამშრომლობა ეუთოსთან

ეუთო/ოდირის დოკუმენტი გარდა იმ ზოგადი სიტუაციური აღწერისა და არჩევნების შეფასებისა, ასევე მოიცავს იმ რეკომენდაციებს, რომლებიც შემდგომში შესასრულებლად არის გათვალისწინებული, ეს ჩვენთვის სამუშაო დოკუმენტია, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა.

მისი თქმით, მმართველი გუნდი ეუთოსთან თანამშრომლობას გააგრძელებს.

„ახლა უკვე ეუთოს საპარლამენტო პრეზიდენტი აღიარებს ქართულ ხელისუფლებას და გარკვეული თანამშრომლობის ნაბიჯებს სთავაზობს. თავისდათავად, ჩვენც მიგვაჩნია, რომ იმ რეკომენდაციების გათვალისწინება და მაქსიმალურად მუშაობა ამ დაფიქსირებული ხარვეზების ირგვლივ არის ის სივრცე, სადაც უნდა გაგრძელდეს ჩვენი თანამშრომლობა ეუთოსთან. ეუთო ოდირის დოკუმენტი გარდა იმ ზოგადი სიტუაციური აღწერისა და არჩევნების შეფასებისა, ასევე მოიცავს იმ რეკომენდაციებს, რომლებიც შემდგომში შესასრულებლად არის გათვალისწინებული, ჩვენთვის სამუშაო დოკუმენტია და რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ თანამშრომლობას“, – აღნიშნავს წილოსანი.

ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნით დადასტურდა, რომ საქართველოში არჩევნები თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში ჩატარდა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის