ტელეკომპანია სეზონი

იანვარი 11, 2025 00:25 საათი

თბილისი

Jan 11 - Sat
Tbilisi, GE
1°C clear sky

მახსოვს ჯერ კიდევ 90-იან წლებში, ჟურნალებიდან ამოჭრილი ხატები ფიცარზე და მუყაოს ნაჭერზე ჰქონდა ხალხს დაწებებული და ეს იყო მათი სალოცავი კუთხე. სახარება ხელმიუწვდომელი იყო

გაუქმებული ავტოკეფალია, გაპარტახებული საეკლესიო ცხოვრება. მოშლილი იყო და თავიდან იქმნებოდა ყველაფერი: ლიტერატურა, ლოცვანები, ხატები, – განაცხადა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქ, ილია მეორის მოღვაწეობაზე საუბრისას გადაცემაში „იმედის კვირა“.

დეკანოზმა გაიხსენა თუ რა მდგომარეობაში იყო საქართველო, სანამ პატრიარქის ინტრონიზაცია მოხდებოდა.

„მახსოვს ჯერ კიდევ 90-იან წლებში, ჟურნალებიდან ამოჭრილი ხატები ფიცარზე და მუყაოს ნაჭერზე ჰქონდა ხალხს დაწებებული და ეს იყო მათი სალოცავი კუთხე. სახარება ხელმიუწვდომელი იყო. დღეს რომ ადამიანი ხატის დანახვისას სიხარულს ავლენს, ეს უკვე ნიშნავს, რომ შევიცვალეთ ჩვენ“, – აღნიშნა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის