ტელეკომპანია სეზონი

იანვარი 10, 2025 12:52 საათი

თბილისი

Jan 10 - Fri
Tbilisi, GE
7°C clear sky

აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ სექსუალური ძალადობის საქმეზე დონალდ ტრამპის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა

მანჰეტენის ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 5 მილიონი დოლარი უნდა გადაუხადოს მწერალ ელიზაბეტ ჯინ კეროლს, რომელმაც ის შევიწროებასა და ცილისწამებაში დაადანაშაულა.

2023 წლის მაისში, ნიუ-იორკის ნაფიცმა მსაჯულებმა ტრამპი დამნაშავედ ცნეს სამოქალაქო სარჩელში. შემდეგ სასამართლომ დაადგინა, რომ ტრამპმა კეროლს 5 მილიონი დოლარი უნდა გადაუხადოს, თუმცა ნაფიცმა მსაჯულებმა ის გაუპატიურებაში დამნაშავედ არ ცნეს.

2019 წელს კეროლმა გამოაქვეყნა მასალა, რომელშიც წერდა, როგორ შეხვდა ტრამპს მაღაზიაში 1990-იან წლებში. მისი განცხადებით, მაღაზიის გასახდელში მილიარდერმა მას ძალის გამოყენებით აკოცა და გააუპატიურა. ამის საპასუხოდ ტრამპმა განაცხადა, რომ კეროლს არ იცნობს და ის „მის გემოვნებაში არაა“.

დონალდ ტრამპის სპიკერმა, სტივენ ჩუნმა ფედერალური სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების პასუხად განაცხადა, რომ „დროა, მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკურ იარაღად გამოყენება შეწყდეს“.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის