ტელეკომპანია სეზონი

ივნისი 6, 2025 21:07 საათი

თბილისი

Jun 6 - Fri
Tbilisi, GE
20°C scattered clouds

მნიშვნელოვანია, ამ ახალგაზრდებმა კარგად დაინახონ, თუ როგორი მაღალი სტანდარტების დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრობენ დღეს

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამ ახალგაზრდების ნაწილმა კარგად დაინახოს, თუ რას ნიშნავდა რეალურად ავტორიტარული რეჟიმი და გაავლოს პარალელი, თუ როგორი მაღალი სტანდარტების დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრობენ დღეს, – განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.

მან საგამოძიებო კომისიის შექმნის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი ორ მიზანს ემსახურება.

„პირველი არის ის, რომ აღდგეს სამართლიანობა და სამართლებრივი შეფასება მიეცეს ამ ყველაფერს. მეორე – „ნაციონალური მოძრაობის“ მფლობელობაში არსებული ოპოზიციურად განწყობილი ტელევიზიები ცდილობენ ამ ახალგაზრდებს, რომელთაც ეს ყველაფერი არ ახსოვთ, დააჯერონ, თითქოს რაღაც რეჟიმის პირობებში ცხოვრობენ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამ ახალგაზრდების ნაწილმა კარგად დაინახოს, თუ რას ნიშნავდა რეალურად ავტორიტარული რეჟიმი და გაავლოს პარალელი, თუ როგორი მაღალი სტანდარტების დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრობენ ისინი დღეს“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის