ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 18, 2025 22:21 საათი

თბილისი

Apr 18 - Fri
Tbilisi, GE
13°C broken clouds

ირაკლი კობახიძე: მადლობა ინტერესისთვის, რომელსაც არაბთა გაერთიანებული საამიროები გამოხატავს ჩვენი ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში ინვესტიციების განხორციელების გზით

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების ტოლერანტობის მინისტრ შეიხ ნაჰიან ბინ მუბარაქ ალ ნაჰიანთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ში ეხმაურება.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ შეიხ ალ ნაჰიანთან მნიშვნელოვანი საუბარი შედგა.

„შეხვედრისას ყურადღება გავამახვილეთ მრავალი მიმართულებით მიმდინარე ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაზე. მადლობა იმ ინტერესისთვის, რომელსაც არაბთა გაერთიანებული საამიროები გამოხატავს ჩვენი ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში ინვესტიციების განხორციელების გზით. მოუთმენლად ველი ჩვენი ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებას საერთო ინტერესების მქონე სფეროებში”, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის