ტელეკომპანია სეზონი

იანვარი 30, 2025 01:49 საათი

თბილისი

Jan 30 - Thu
Tbilisi, GE
-0°C clear sky

კრემლში პუტინის შესაძლო ლიკვიდირების შესახებ ტაკერ კარლსონის განცხადებას დაუსაბუთებელი უწოდეს

რუსეთის პრეზიდენტის შესაძლო ლიკვიდირების შესახებ ამერიკელი ჟურნალისტის ტაკერ კარლსონის მიერ გაკეთებულ განცხადებას კრემლში გამოეხმაურნენ.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ კარლსონის განცხადება დაუსაბუთებელია.

„მას არანაირი მტკიცებულება არ მოუწოდებია. გაუგებარია რა იგულისხმა“, – აღნიშნა პესკოვმა.

ტაკერ კარლსონის განცხადებით, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია და კერძოდ ყოფილი სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მოკვლის გეგმას ამუშავებდნენ.

„ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ტონი ბლინკენი არსებული ომის [უკრაინაში] გაგრძელების მომხრე იყო, პუტინის მკვლელობის მცდელობაა. ბაიდენის ადმინისტრაცია მართლა აპირებდა პუტინის მოკვლას“, – განაცხადა კარლსონმა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის