ტელეკომპანია სეზონი

იანვარი 30, 2025 01:49 საათი

თბილისი

Jan 30 - Thu
Tbilisi, GE
-1°C clear sky

ფიცო: თუ ზელენსკი არ განაახლებს გაზის ტრანზიტს უკრაინის გავლით, სლოვაკეთი დაუბლოკავს EU-ს ყველა დახმარებას

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ულტიმატუმს უყენებს – მისი თქმით, „თუ ის არ განახლდება გაზის ტრანზიტი უკრაინის გავლით, სლოვაკეთი ევროკავშირში უკრაინის დახმარების ყველა პაკეტის მიღებას დაბლოკავს“.

სლოვაკეთის პრემიერი იმასაც ამბობს, რომ საპასუხო ზომების საფრთხე, „არის ერთადერთი ენა, რომელიც ზელენსკის ესმის“.

მისივე განცხადებით, ზელენსკიმ მისგან მოითხოვა გარანტიები, რომ სლოვაკეთი NATO-ში უკრაინის გაწევრიანებას მხარს დაუჭერდა.

„მზად ვიყავი, ზელენსკის დავოსში შევხვედროდი. და რა გააკეთა მან? გამომიგზავნა შეხვედრის ოქმი, რომელზეც ხელის მოწერა მომიწია. ჯერ შეხვედრა არ იყო გამართული, მაგრამ პროტოკოლი მზად ჰქონდა. მასში ნათქვამი იყო, თუ რას გავაკეთებდით უკრაინისთვის, მათ შორის, მოიაზრებოდა NATO-ში გაწევრიანების მხარდაჭერა. გაზის საკითხი იქ ნახსენები საერთოდ არ ყოფილა“, – ამბობს ფიცო. 

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის