ტელეკომპანია სეზონი

იანვარი 30, 2025 01:49 საათი

თბილისი

Jan 30 - Thu
Tbilisi, GE
-1°C clear sky

„ეს მისი შეცდომაა“ – ზელენსკი გამოეხმაურა ფიცოს მუქარას, რომ უკრაინას ევროკავშირის დახმარებას დაუბლოკავს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს მუქარას, რომ დაბლოკავს ევროკავშირის დახმარებას, თუ კიევი რუსული გაზის ტრანზიტს არ განაახლებს. კერძოდ, ზელენსკიმ გაიხსენა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ევროპაში თხევადი გაზის ექსპორტთან დაკავშირებით.

„რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა ტრამპმა მიიღო მკაცრი გადაწყვეტილება, რომელიც მნიშვნელოვნად გაზრდის ამერიკული თხევადი ბუნებრივი აირის ექსპორტს, მათ შორის ევროპაში. ეს არის ის, რაც საჭიროა უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის – მეტი ენერგორესურსები პარტნიორებისგან ევროპისთვის“, – დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში.

როგორც ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, ამერიკული თხევადი ბუნებრივი აირის საფასური უნდა გადაიხადონ ფულით, მაგრამ რუსული გაზი უნდა გადაიხადონ არამარტო ფულით, არამედ დამოუკიდებლობითა და სუვერენიტეტით. მან დასძინა, რომ ევროპაში ბევრმა უკვე გაიარა ეს და „არჩია საკუთარი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის შენარჩუნება“.

„მაგრამ, არა, ბატონი ფიცო. ის ირჩევს მოსკოვს და არა ამერიკას და სხვა პარტნიორებს, რომლებსაც შეუძლიათ, მის ქვეყანას გაზი კომერციული პირობებით მიაწოდონ. ეს მისი შეცდომაა. ევროპაში ყველა უნდა იყოს შორსმჭვრეტელი და განავითაროს ურთიერთობები, რომლებიც ჩვენს ერებს აძლიერებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის