ტელეკომპანია სეზონი

თებერვალი 21, 2025 16:56 საათი

თბილისი

Feb 21 - Fri
Tbilisi, GE
2°C clear sky

ევროკომისია აშშ-ის შესაძლო ტარიფებზე: უკანონო და ეკონომიკურად წამგებიანი ნაბიჯი

ევროკავშირი აცხადებს, რომ ჯერჯერობით არ მიუღია ოფიციალური შეტყობინება აშშ-ის მხრიდან დამატებითი ტარიფების დაწესების შესახებ ევროკავშირის პროდუქტებზე.

ევროკომისიაში განაცხადეს, რომ ისინი არ უპასუხებენ ზოგად განცხადებებს კონკრეტული დეტალების ან წერილობითი განმარტების გარეშე.

„ევროკავშირი ვერ ხედავს ვერანაირ საფუძველს, რათა აშშ-მა ევროკავშირის ექსპორტზე ტარიფები დააწესოს. ჩვენ ვიმოქმედებთ, რათა დავიცვათ ევროპული ბიზნესის, მუშაკებისა და მომხმარებლების ინტერესები ყოველგვარი უსამართლო შეზღუდვისგან“, – ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, ევროკომისიაში აღნიშნავენ, რომ ტარიფების დაწესება იქნება უკანონო და ეკონომიკურად წამგებიანი, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირსა და აშშ-ს შორის მჭიდრო საწარმოო კავშირები არსებობს ტრანსატლანტიკური ვაჭრობისა და ინვესტიციების ფარგლებში.

„ტარიფები, ფაქტობრივად, გადასახადებია. მათი დაწესებით, აშშ საკუთარ მოქალაქეებს დაუწესებს დამატებით გადასახადებს, გაზრდის ბიზნესისთვის ხარჯებს და წაახალისებს ინფლაციას. ამის გარდა, ტარიფები ზრდიან ეკონომიკურ გაურკვევლობას და არღვევენ გლობალური ბაზრების ეფექტურობასა და ინტეგრაციას“, -ნათქვამია განცხადებაში.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის