ტელეკომპანია სეზონი

თებერვალი 21, 2025 16:52 საათი

თბილისი

Feb 21 - Fri
Tbilisi, GE
2°C clear sky

უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებისა და საბოტაჟის მცდელობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პროკურატურაში ნანა კაკაბაძე გამოიკითხა

სახელმწიფო ინტერესების ხელყოფის მიზნით უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და ასევე საბოტაჟის მცდელობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გენერალურ პროკურატურაში ნანა კაკაბაძე გამოიკითხა. „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრმა, მთავარი საგამოძიებო უწყება ექვსსაათიანი გამოკითხვის შემდეგ დატოვა.
მისი განცხადებით, გამოძიებას კონკრეტული მტკიცებულებები წარუდგინა, რაც ქვეყნის სუვერენიტეტის ხელყოფასა და სახელმწიფოს ჩამოშლის მცდელობებს უკავშირდება.
„ვითხოვდით გამოძიებული ყოფილიყო 2012 წლიდან დღემდე ოპოზიციის მიერ ჩადენილი ქმედებები, რომელიც ჩვენ გვაქვს აღქმული, როგორც გარე ძალების დავალებით შესრულებული დაკვეთები, და რომელიც არის საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო. წარვუდგინე მტკიცებულებები სუვერენიტეტის ხელყოფასთან, სახელმწიფოს ჩამოშლასთან დაკავშირებით“, – განაცხადა კაკაბაძემ.
ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს “ მიმართვის საფუძველზე დაიწყო. სავარაუდო პერიოდი – ბოლო 13 წელია.
გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის