ტელეკომპანია სეზონი

თებერვალი 21, 2025 16:47 საათი

თბილისი

Feb 21 - Fri
Tbilisi, GE
2°C clear sky

მიუნხენის კონფერენციის ხელმძღვანელი: წლევანდელი ღონისძიება ევროპული საშინელება იყო

წლევანდელი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია, „გარკვეული გაგებით, ევროპული საშინელება იყო“. ამის შესახებ ღონისძიების ხელმძღვანელმა კრისტოფ ჰოისგენმა განაცხადა.

ამავე დროს, მისი თქმით, კონფერენციამ „ბევრი სიცხადეც მოიტანა“.

„[დასავლეთმა აჩვენა, რომ] აშშ ტრამპის მმართველობის ქვეშ სხვა პლანეტაზე ცხოვრობს. ჩვენ ასევე შევამჩნიეთ, რომ რესპუბლიკელი სენატორებიც კი საჯარო გამოსვლებში ძალიან ფრთხილად საუბრობენ, რადგან თავიანთი პრეზიდენტის ეშინიათ“, – აღნიშნა ჰოისგენმა. 

რუსეთსა და უკრაინას შორის შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებებზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ ევროპა ერთიანი უნდა დარჩეს.

„ჩვენ გაცილებით მეტი ძალა უნდა გამოვავლინოთ. ევროპას არა მხოლოდ მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა სურს, არამედ უკრაინისთვის საკუთარი უსაფრთხოების გეგმაც უნდა შეიმუშაოს“, – ხაზგასმით აღნიშნა კრისტოფ ჰოისგენმა. 

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის