„ევროსაბჭოს ასამბლეაში ზოგიერთ წევრს უნდა ყვირილი და არა – დიალოგი“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„ქართველი ხალხისა და სუვერენიტეტის პატივისცემა ვიდრე არ იქნება და ეს პატივსაცემი ასამბლეა ივლის ესტონეთის, ლიტვის თუ მსგავსი ხელისუფლებების ჭკუაზე, რომლებიც პირდაპირ ცდილობენ, რომ საქართველოში ხელისუფლება შეცვალონ, მანამდე წარმოუდგენელია, რომ ქართველმა ხალხმა ასეთ დებატებში მონაწილეობა მიიღოს.
ვხედავთ, რომ ევროსაბჭოს ასამბლეაში ზოგიერთ წევრს უნდა ყვირილი და არა – დიალოგი. ამით იმას ემსგავსებიან, რასაც თითქოს, ებრძვიან. ასეთ ქცევაში არანაირი ევროპული ღირებულება აღარ არის“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.