ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 18, 2025 20:31 საათი

თბილისი

Apr 18 - Fri
Tbilisi, GE
14°C clear sky

WP: მასკმა ტრამპს სავაჭრო ტარიფების გაუქმების მოთხოვნით მიმართა

ამერიკელმა მილიარდერმა, აშშ-ის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ილონ მასკმა პირდაპირ სთხოვა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ახალი ტარიფების გაუქმება, – ამის შესახებ Washington Post-ი ორ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

გამოცემის ცნობით, ილონ მასკის მიმართვა ტრამპისადმი ჯერჯერობით წარუმატებელია. 7 აპრილს ტრამპი დამატებითი 50%-იანი ტარიფების დაწესებით დაემუქრა ჩინეთს. პარალელურად, მასკმა საჯაროდ შეუტია სავაჭრო საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველს პიტერ ნავაროს.

იტალიის მმართველ კოალიციაში შემავალ ულტრამემარჯვენე პარტია „ლიგის“ ყრილობაზე ონლაინფორმატში სიტყვით გამოსვლისას ილონ მასკი აშშ-ისა და ევროპას შორის ნულოვანი ტარიფების მოწოდებით გამოვიდა.

„საბოლოოდ, იმედი მაქვს, რომ მიღწეული იქნება შეთანხმება“, – განაცხადა მასკმა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის