უნგრეთსა და საქართველოს მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ, რომელიც ჩვენს საერთო კულტურულ და ქრისტიანულ მემკვიდრეობას ეფუძნება, – წერს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელ X-ში.
როგორც ვიქტორ ორბანი აღნიშნავს, ანტალიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს შეხვდა.
„მოხარული ვარ ანტალიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ბატონ ირაკლი კობახიძესთან დღევანდელი შეხვედრით. უნგრეთსა და საქართველოს მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ, რომელიც ჩვენს საერთო კულტურულ და ქრისტიანულ მემკვიდრეობას ეფუძნება. ჩვენი თანამშრომლობა ენერგეტიკის სფეროში დივერსიფიკაციისა და რეგიონული სტაბილურობის მიმართულებით განაგრძობს წინსვლას. ვაფასებთ საქართველოსთან მეგობრობას და ვრჩებით თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების იდეის ერთგულნი“, – წერს ვიქტორ ორბანი.