თეთრი სახლის სპიკერის, ქეროლაინ ლევიტის განცხადებით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მიაჩნია, რომ აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო ომის მოგვარების საკითხის თაობაზე ბურთი ახლა პეკინის მოედანზეა. ამის შესახებ ლევიტმა ბრიფინგზე განაცხადა.
„ბურთი ჩინეთის მოედანზეა. ჩინეთმა უნდა დადოს გარიგება ჩვენთან. ჩვენ არ გვჭირდება მათთან გარიგება, – ხაზგასმით აღნიშნა. ჩინეთს სურს ის, რაც ჩვენ გვაქვს, მარტივად რომ ვთქვათ ჩვენი ფული სურს,“ – განაცხადა ლევიტმა.
როგორც ლევიტმა აღნიშნა, ტრამპი ღია ჩინეთთან შეთანხმებისთვის.
„ამიტომ, ჩინეთმა უნდა დადოს შეთანხმება ამერიკის შეერთებულ შტატებთან“, – დასძინა ქეროლაინ ლევიტმა.
ცნობისთვის, აშშ-მა, შესაძლოა, ჩინეთისთვის ტარიფი 245%-მდე გაზარდოს. ინფორმაცია ამის შესახებ თეთრი სახლის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.