ნიკა ბიგვავამ ზიმბაბველი მეტოქე ფრიმენ მავბონგვე დაამარცხა და WBF International ჩემპიონის ქამარი საქართველოში დატოვა
24 მაისს Boxing Group Promotion-ისა და საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირის ორგანიზებით, საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით პროფესიონალური კრივის დიდი შოუ შედგა.
დაძაბულ მსოფლიო სარეიტინგო ბრძოლებში ქართველმა და უცხოელმა მოკრივეებმა მიიღეს მონაწილეობა.
კრივის საღამოს მთავარ დაპირისპირებაში ქართველმა მოკრივემ ნიკა ბიგვავამ 10 რაუნდიანი ბრძოლა გამართა WBF International ჩემპიონის ქამრისათვის სუპერ საშუალო წონაში ზიმბაბველი ფრიმენ მვაბონგვეს წინააღმდეგ.
დაძაბული და საინტერესო ორთაბრძოლა ქართველი მოკრივის გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც საჩემპიონო ქამარი პირადად გადასცა საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირის პრეზიდენტმა გიორგი კანდელაკმა და მსოფლიოს კრივის ფედერაციის (WBF) პრეზიდენტმა ჰოვარდ გოლდბერგმა.
მსოფლიო სარეიტინგო ბრძოლებში დაფიქსირებული შედეგები ასეთია:

54 კგ – ნიკა სანებლიძე VS ნიკა კურტანიძე (გაიმარჯვა კურტანიძემ)

67 კგ – შოთა გიკაშვილი VS ლევან მჭედლიძე (გაიმარჯვა მჭედლიძემ)

64 კგ – ლუკა თვალიაშვილი VS ავთანდილ ტყემალაძე (გაიმარჯვა თვალიაშვილმა)

72 კგ – თორნიკე ილაშვილი VS ხვიჩა ფუტკარაძე (გაიმარჯვა ფუტკარაძემ)

60 კგ – ოთარ ჩახვაშვილი VS ნიკოლოზ პატარიძე (გაიმარჯვა ჩახვაშვილმა)

63 კგ – დავით ჯობავა VS ირაკლი ტყემალაძე (გაიმარჯვა ჯობავამ)

69 კგ – დავით ისმაილოვი VS გიორგი თათიკაშვილი (გაიმარჯვა ისმაილოვმა)

72 კგ – ზვიად შურღულაია VS სემლარ გიგანი (გაიმარჯვა შურღულაიამ)

76 კგ – მერაბ ჭინჭარაული VS ვახტანგ ნიკურაძე (გაიმარჯვა ნიკურაძემ)

57 კგ – გიორგი ფოცხვერაშვილი VS დავით შერვაშიძე (გაიმარჯვა შერვაშიძემ)

+91 კგ – გიორგი ხუბაჯაშვილი VS ლაშა ფრიდონაშვილი (გაიმარჯვა ხუბეჯაშვილმა)

91 კგ – იან ზაკი VS მუხადინ რაჯაბპაევი (გაიმარჯვა ზაკმა)

72 კგ – ამბროსი სუთიძე VS ლევან რობაქიძე (გაიმარჯვა სუთიძემ)
62 კგ – ლევან წიკლაური VS ხვიჩა გიგოლაშვილი (გაიმარჯვა წიკლაურმა)