ტელეკომპანია სეზონი

ივნისი 2, 2025 21:54 საათი

თბილისი

Jun 2 - Mon
Tbilisi, GE
19°C broken clouds

იონათამიშვილი: მტერს არ ვუსურვებ, ისეთ დღეშია ოპოზიცია, მაგრამ დაიმსახურეს, რადგან მთელი თავისი პოლიტიკური „მოღვაწეობის“ განმავლობაში უნდოდათ ჩვენი ქვეყანა გაენადგურებინათ

„მტერს არ ვუსურვებ, ისეთ დღეშია რადიკალური ოპოზიცია, მაგრამ დაიმსახურეს, რადგან მთელი თავისი პოლიტიკური „მოღვაწეობის“ განმავლობაში ერთადერთი რაც უნდოდათ, იყო ის, რომ ჩვენი ქვეყანა გაენადგურებინათ. ამიტომაც არის, რომ დამსახურებულად არის დღეს განადგურებული აგენტურული ოპოზიციის წარმომადგენლები და ვფიქრობ, ეს საქართველოსთვის ძალიან კარგია“, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

„გირაოს გადახდა-არგადახდასთან დაკავშირებით სამი კატეგორია ჩამოყალიბდა. ერთნი, რომლებმაც უპირობოდ გადაიხადეს გირაო, მეორე – ვაშაძე განსხვავებული შემთხვევა იყო, როდესაც ძალიან უნდოდა გადაეხადა გირაო, მაგრამ არ იცოდა რა ფორმით, პარტიის ყრილობაც კი მოიწვია იმაზე სამსჯელოდ და მესამე – კიდევ უფრო დესტრუქციული ჯგუფები, რომლებიც ერთი ხელით ამბობენ რომ არ გადაიხდიან და მეორე ხელით მოთქვამენ არ დაგვიჭირონო. პირველი, მეორეც და მესამეც ერთნაირად ამაზრზენი და მიუღებელია ჩვენი საზოგადოებისთვის“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის