ტელეკომპანია სეზონი

სექტემბერი 18, 2025 05:41 საათი

თბილისი

Sep 18 - Thu
Tbilisi, GE
16°C light rain

მაკრონი: ირანს მძიმე პასუხისმგებლობა ეკისრება ახლო აღმოსავლეთის დესტაბილიზაციისთვის

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ირანს მძიმე პასუხისმგებლობა ეკისრება ახლო აღმოსავლეთის დესტაბილიზაციისთვის.

„ირანს ეკისრება ძალიან მძიმე პასუხისმგებლობა რეგიონის დესტაბილიზაციისთვის“, – ამბობს მაკრონი.

„ირანი აგრძელებს ურანის გამდიდრებას ყოველგვარი სამოქალაქო გამართლების გარეშე და იმ დონემდე, რაც ძალიან ახლოს არის ბირთვული მოწყობილობისთვის საჭირო დონესთან“, – აღნიშნა მან.

მაკრონმა აღიარა, რომ დიპლომატიური ძალისხმევის განახლება, კონკრეტულად კი აშშ-ის მოლაპარაკებები ირანთან ბირთვულ შეთანხმებაზე, რომელიც ორი თვის წინ დაიწყო, რთული იქნება.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის