ტელეკომპანია სეზონი

ივნისი 24, 2025 00:02 საათი

თბილისი

Jun 24 - Tue
Tbilisi, GE
17°C clear sky

გიორგი გამსახურდია: პაატა ქარდავას მკვლელებს ვინც დაიცავს და ვინც გვერდში დაუდგება, ის იმ მკვლელებზე უარესია – ეს არის გაუგონარი სიმხეცე იმ დანაშაულებრივი მანქანის, რომელიც კრიმინალების დაკვეთით, ადამიანებს სპობდა

კრიმინალი არაა ეს, ეს არის გაუგონარი სიმხეცე იმ დანაშაულებრივი მანქანის, რომელიც კრიმინალების დაკვეთით, ადამიანებს სპობდა, – ასე ეხმიანება გიორგი გამსახურდია „ნაცმოძრაობის” რეჟიმის მიერ მოკლული პაატა ქარდავას შვილის განცხადებას, რომლის თქმითაც, „რომან შამათავამ მოკლა მამაჩემი, კატერზე სადისტურად, ფეხზე გამოაბა ბეტონის ფილა და ზღვაში გადააგდო”.

მისივე თქმით, პაატა ქარდავას მკვლელებს ვინც დაიცავს და ვინც გვერდში დაუდგება, ის იმ მკვლელებზე უარესია. მანვე აღნიშნა, რომ მალე გამოაშკარავდება, რომელი კრიმინალური დაჯგუფების დავალება და რატომ შეასრულეს, ფორმიანმა ყაჩაღებმა.

„ქრისტინეს და ბექას მამის, პაატა ქარდავას მკვლელებს ვინც დაიცავს და ვინც გვერდში დაუდგება, ის იმ მკვლელებზე უარესია.
კრიმინალი არაა ეს, ეს არის გაუგონარი სიმხეცე იმ დანაშაულებრივი მანქანის, რომელიც კრიმინალების დაკვეთით, ადამიანებს სპობდა. მათ შორის იყო პაატა ქარდავაც. მალე გამოაშკარავდება, რომელი კრიმინალური დაჯგუფების დავალება და რატომ შეასრულეს, ამ ფორმიანმა ყაჩაღებმა”, – წერს გიორგი გამსახურდია.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის