ტელეკომპანია სეზონი

ივნისი 24, 2025 00:02 საათი

თბილისი

Jun 24 - Tue
Tbilisi, GE
17°C clear sky

ყველა უნდა დაისაჯოს! – „ნაცრეჟიმის“ მიერ მოკლული პაატა ქარდავას მეუღლე

ვინც მონაწილეობდა ამ საქმეში, ყველა უნდა დაისაჯოს, ყველას უნდა მიესაჯოს. ვინც გაიყვანა, ყველა დამნაშავეა, არ მგონია ადამიანი გაიყვანო და დამნაშავე არ იყო. ჩვენი და პაატას წინაშე, ასე ვთვლი, რომ ყველა დამნაშავეა, – განაცხადა „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მიერ მოკლული პაატა ქარდავას მეუღლე ელისო სართანიამ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.

მისი თქმით, პაატა ქარდავა მოღალატედ გამოაცხადეს და ამით ოჯახი გაანადგურეს, თუმცა, ოჯახი კიდევ ერთხელ შეურაცხყვეს მაშინ, როცა მიხეილ სააკაშვილმა ქარდავას მკვლელი გმირად გამოაცხადა.

„ის მოღალატედ გამოაცხადეს და გაანადგურეს ჩვენი ოჯახი, მეორედ მაშინ გაანადგურეს, როცა სააკაშვილმა შამათავა გმირად გამოაცხადა და პაატა მოღალატედ. ეს ჩვენი, ოჯახის შეურაცხყოფა იყო, მეტი არაფერი“, – აღნიშნა სართანიამ.

ელისო სართანია მიიჩნევს, რომ „რაღაც კანონები უნდა არსებობდეს, რომ [შამათავას] შეეზღუდოს მოქმედება საზოგადოებრივ ცხოვრებაში რომ მიიღოს მონაწილეობა.“

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის