ტელეკომპანია სეზონი

ივნისი 27, 2025 23:17 საათი

თბილისი

Jun 27 - Fri
Tbilisi, GE
23°C clear sky

ბრიტანეთის მთავრობამ გამოაქვეყნა ახალი სახელმძღვანელო სანქციების შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მოქმედი ბიზნესების მხარდაჭერას

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ გამოაქვეყნა ახალი სახელმძღვანელო სანქციების შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მოქმედი ბიზნესების მხარდაჭერას.

მოცემულია ზოგადი რეკომენდაციები ბიზნესებისთვის, რომლებიც ოპერირებენ ყაზახეთში, უზბეკეთში, ყირგიზეთში, საქართველოსა და სომხეთში. ინფორმაცია მოიცავს შესაბამის ადგილობრივ კანონებსა და რეგულაციებს.

რაც შეეხება საქართველოს, დოკუმენტში წერია, რომ „გზამკვლევი გამოქვეყნებულია დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ იმ მიზნით, რომ საქართველოში მოქმედ ბიზნესებს დაეხმაროს და ინფორმაცია მიაწოდოს“ შემდეგ საკითხებზე:

  • საქართველოს ეროვნულ კანონმდებლობაში არსებული შეზღუდვები, რომლებიც ეხება დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ პირებთან და რუსეთთან ბიზნესის წარმოებას.
  • რისკები, რომლებიც დაკავშირებულია დიდი ბრიტანეთის და სხვა საერთაშორისო ბანკებისა და მომწოდებლების მიერ გაწეულ სერვისებსა და საქონელზე წვდომის დაკარგვასთან. ეს შესაძლოა მოხდეს, თუ გაჩნდება ეჭვი, რომ თანამშრომლობაა სანქცირებულ პირებთან ან სანქცირებულ საქონელს რუსეთში ექსპორტზე აგზავნით.
  • პრაქტიკული ნაბიჯები, რომელთა გადადგმაც შესაძლებელია ბიზნესისთვის პოტენციურად სერიოზული შეფერხებების რისკების სამართავად.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „რუსეთი დიდ ძალისხმევას ხარჯავს სანქციების გვერდის ავლისთვის და აგრძელებს დასავლური სამხედრო, ორმაგი დანიშნულების და სხვა კრიტიკული საქონლის, მათ შორის საბრძოლო ტექნოლოგიების, შეძენას მესამე ქვეყნების გავლით. რუსეთი ეყრდნობა შეცდომაში შემყვან ტაქტიკებს“.

 

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის