ტელეკომპანია სეზონი

ოქტომბერი 1, 2025 18:28 საათი

თბილისი

Oct 1 - Wed
Tbilisi, GE
16°C light intensity shower rain

სერგეი ლავროვი: ჩვენი კორეელი მეგობრები ადასტურებენ მტკიცე მხარდაჭერას სპეციალური სამხედრო ოპერაციის ყველა მიზნის მიმართ

ჩრდილოეთ კორეამ დაადასტურა ცალსახა მხარდაჭერა სპეციალური სამხედრო ოპერაციის ყველა მიზნისა და რუსეთის ქმედებების მიმართ, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ.

„გავცვალეთ მოსაზრებები უკრაინის კრიზისთან დაკავშირებული სიტუაციის შესახებ. ჩვენი კორეელი მეგობრები ადასტურებენ მტკიცე მხარდაჭერას სპეციალური სამხედრო ოპერაციის ყველა მიზნის, ასევე რუსეთის ხელმძღვანელობისა და შეიარაღებული ძალების ქმედებების მიმართ“, – განაცხადა ლავროვმა.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ფხენიანს მადლობა გადაუხადა იმ წვლილისთვის, რაც ჩრდილოეთ კორეელმა სამხედრო მოსამსახურეებმა კურსკის ოლქის გათავისუფლების ოპერაციაში შეიტანეს.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის