ტელეკომპანია სეზონი

ივლისი 12, 2025 16:32 საათი

თბილისი

Jul 12 - Sat
Tbilisi, GE
35°C clear sky

ზუსტად იგივე 5-იანი აწერია შუბლზე ყველას – გახარიასაც, ხაზარაძესაც, მელიასაც და ვაშაძესაც – პაპუაშვილი

ეს არის ხელოვნური დაპირისპირება, იმის წარმოჩენის მცდელობა, თითქოს რადიკალური ოპოზიციაში არსებობენ „ნაცები“ და „არანაცები“. სინამდვილეში, ბევრჯერ დავრწმუნდით, რომ არის რადიკალური ოპოზიციის ერთი გუნდი – „ნაციონალური მოძრაობის“ გუნდი, – ასე გამოეხმაურა შალვა პაპუაშვილი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებას.

პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ „ნაცობა“ არ ნიშნავს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრობას, არამედ ეს არის იდეოლოგია, რომელიც სხვა ქვეყნების ინტერესებში მოქმედებას და მათი საკუთარი ქვეყნის ინტერესებზე წინ დაყენებას გულისხმობს.

„ვხედავთ, რომ რადიკალური ოპოზიციის ბარიერგადალახული 4 პარტიიდან 2 აცხადებს, რომ მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, 2 კი ამბობს, რომ მონაწილეობას არ მიიღებს. ეს არის იმის წარმოჩენის მცდელობა, თითქოს ჩააჩოჩეს, გააქრეს „ნაციონალური მოძრაობა“ და ქართველ ხალხს კვლავ გარედან დადგმული სცენარით აჩვენონ, რომ მოვიდა რაღაც ახალი ძალა, რომელიც „ნაცმოძრაობასთან“ კავშირში არ არის. შეგახსენებთ, გახარიას დღესაც აქვს კოალიციები თვითმმართველობის დონეზე ოთხ მუნიციპალიტეტში, „ლელოს“ წევრები არიან „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები, სხვა კავშირებზე რომ არაფერი ვთქვათ. ეს არის მცდელობა, რომ ბრენდი „ნაციონალური მოძრაობა“ ქართველი ხალხის თვალს მოაცილონ და აჩვენონ, თითქოს რაღაც სხვა ძალა არის. ზუსტად იგივე 5-იანი აწერია შუბლზე ყველას: გახარიასაც, ხაზარაძესაც, მელიასაც და ვაშაძესაც“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის